LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციული საზღვრის პირას კიდევ ერთი ქართული საწარმო იხსნება

109
7aa3cdbe521e8339c01d4c47e738f898-L

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპატრნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით, მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო,  შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნება.

მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო  შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯიას“ მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო.

საწარმოს ოფიციალურად გახსნიან: USAID/საქართველოს მისიის  დირექტორი, პიტერ ვიბლერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი,  სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი, გიორგი ლომიძე და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი, ქეთევან ჭუმბურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები