LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სასამართლო სხდომაზე, თუ ავად არის, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ: თეიმურაზ ჯანაშია

72
თემურ ჯანაშია

წლების განმავლობაში „ქართული ოცნება” თავის ამომრჩეველს პირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა. აგერ არის სასამართლო, მოიყვანონ და წარდგება. – ამის შესახებ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.

“ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სასამართლო სხდომაზე, თუ ავად არის, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ” – აცხადებს ჯანაშია

თემურ ჯანაშია მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაშია ბრალდებული.

როგორც ჯანაშია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება უნდა მისცენ.

საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები