წალენჯიხის ახალი მერი გია ხარჩილავა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომალასაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბევრი კარგი ამბავი მომაქვს, ჩემო წალენჯიხელებო, რეალური სიკარგეები… ახლა ხედვების შეჯერების და საქმის კეთების დროა. “ხარისხიანი, სწორი, სწრაფი “-სლოგანი, რომელიც ამ შეხვედრაზე დაიბადა!
ნურავინ იფიქრებთ, რომ პროცესი თქვენი თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე განვითარდება. წალენჯიხა ყველასია.
გულშემატკივართა და თანამონაწილეთა წრე წალენჯიხის ირგვლივ უკვე იკვრება! შანსი გაჩნდა რეალური გარღვევის და ახლა გვმართებს თვითორგანიზება ამ ყველაფრის რეალობაში ასახვისთვის. შეხვედრები გრძელდება“, – ამბობს გია ხარჩილავა.