LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარადოქსია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი იყო, დღეს რატი ბრეგაძის მიმართ აქვს სიძულვილის კამპანია გაჩაღებული: რატი იონათამიშვილი

129
იონათამიშვილი - ბრეგაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „პარადოქსია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი იყო, დღეს რატი ბრეგაძის მიმართ აქვს სიძულვილის კამპანია გაჩაღებული“.

როგორც სოციალურ ქსელში იონათამიშვილი წერს, „ერთ მხარეს არის კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და მაღალი კვალიფიკაცია, მეორე მხარეს კი – დანაშაულებრივი სისტემა, პოლიციური სახელმწიფო და ადამიანის უფლებების გათელვა“.

„რატი ბრეგაძე, ყველა პოზიციაზე ყოფნის დროს, ემსახურებოდა საქარათველოს, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროში და მე ეს, პირველ რიგში, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროებისგან ვიცი. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის დროს იუსტიციის სამინისტრო იყო გესტაპოს მსგავსი სადამსჯელო ორგანო.

სინამდვილეში, რაც მეტს ისაუბრებენ რატის მიმართ სიძულვილის ენით, მით უფრო გამოავლენენ საკუთარ რეალურ სახეს და მიზნებს“, – წერს იონათამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები