“ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.
ამასთან, EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მაიკლ გალერი მიმართავს საქართველოს მთავრობას შეასრულოს სამედიცინო კონსოლიუმის რეკომენდაციები სრულად.
“ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც პირის, რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო – სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ”, – აღნიშნავს მაიკლ გალერი.