LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

542
BeFunky-collage (12)

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

“მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ვისაუბრეთ, ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. პატრიარქი, სამღვდელოებასთან ერთად იყო, რომლებიც, ალბათ, ზრუნავენ მასზე, ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა. ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის მუხლი არ არსებობდა, არ იყო ჩვენთან. ასეთი თემები, ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი. არაფერი განსაკუთრებული”, – აღნიშნავს გიული ალასანია „ფორმულასთან“ საუბარში.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას არ ესწრებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები