ირაკლი კობახიძის თქმით ნაციონალური მოძრაობის განზრახვაა ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაიზარდოს, თუმცა მისი მტკიცებით მმართველი გუნდი ამას არ დაუშვებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედებთ,” – განაცხადა კობახიძემ
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საკითხი, რაზეც პოლიტიკური დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს, არის მედიკამენტების დაწევაზე მუშაობა.
როგორც კობახიძე აცხადებს, ნაცვლად ამისა, ოპოზიცია საზოგადოებას სრულიად სხვა რამეს სთავაზობს.
„ახლა თქვენს ეთერში გავიდა სიუჟეტი წამლის ფასებზე და საუბარი იყო იმაზე, რა გზითაა შესაძლო ამ ფასების შემცირება. ესაა საკითხი, რაზეც უნდა მიდიოდეს პოლიტიკური მსჯელობა და დისკუსიები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტსა და მთავრობას შორის სხვა და სხვა ფორმატში, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით. ნაცლად ამ საკითხებისა, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ისინი გვთავაზობენ სრულიად სხვა რამეს. გამორიცხულია ჩვენ მათი გზით ვიაროთ. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზით სიარულს რაც შეთავაზებული გვაქვს საზოგადოებითვის. გვექნება საუბარი და დისკუსია ყველა იმ საკითხზე რაც საინტერესოა ქვეყნისთვის და საზოგადოებითვის,“ – აღნიშნა კობახიძემ.