LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღგ და იჯარაც დაუწესეთ” – ქუჩის მუსიკოსების ინიციატივაზე გვარჯალაძის განმარტება და საზოგადოების რეაქცია

219

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის ინიციატივას ცალსახად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით გაჟღერებული ინიციატივა სოციალურ ქსელში აიტაცეს. იდეა უამრავი ხუმრობის ინსპირაციის წყარო და კრიტიკის ობიექტი გახდა.

ამის გამო, გვარჯალაძეს განმარტების გაკეთებაც მოუწია. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, საუბარი არ არის აკრძალვაზე.

“ქუჩის მუსიკოსების თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი. საუბარი არ არის აკრძალვაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას და კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს, მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას, შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ, სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტ სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ, საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე,” – განმარტავს გვარჯალაძე.

“ფორტუნა” ჯერ არდაწყებული პროექტის, ერთ-ერთი ინიციატივის გამოხმაურებებს გთავაზობთ.

ქუჩის მუსიკოსობის რეგულაციებთან ერთად, “ფეისბუქის” მომხმარებლები ხუმრობენ, რომ მათ დღგ-ს გადასახადი და იჯარის თანხაც უნდა გადაიხადონ.

არის იდეა გემოვნების სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებითაც.

თანამედროვე ქართველ პოეტს პაატა შამუგიას, გვარჯალაძის ამ ინიციატივამ იოსებ ბროდსკის დაკითხვა გაახსენა.

ზოგიერთს, ამ ინიციატივამ მთავრობის კრიტიკის საბაბიც მისცა:

“ქუჩის მუსიკოსებს უმაღლეს განათლებას სთხოვს მთავრობა, რომელსაც ყველაზე მეტი უდიპლომო მინისტრი და მაღალჩინოსანი ჰყავდა” – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

“კარგი რა, ყველაფერს ხო აქვს საზღვარი. Back in the U.S.S.R” – წერს ნინო ჯაფიაშვილი

არიან ისეთებიც, ვინც გვარჯალაძის იდეას სრული სერიოზულობით მიუდგა. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია ამბობს, რომ ევროპაში ამასთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს.

“მოდი განვიხილოთ სერიოზულად. ქუჩის მუსიკოსებს რომ მოეთხოვოთ მინიმალური სტანდარტი მუსიკის შესრულების და განისაზღვროს სპეციალური ადგილები, სადაც დაკვრა შესაძლებელი იქნება, რა პრობლემას ხედავთ?

1. არგუმენტი, რომ მუსიკის ხარისხი მინიმალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
2. მუსიკოსები არ უნდა შეურაცხყოფდნენ გამვლელს, რომელიც ფულს არ ჩაუდეგბს. არ უნდა გაეკიდნონ და ფული ძალით არ უნდა წაართან.
3. მუსიკოსები არ უნდა უკრავდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი ცხოვრობს . ადგილობრივებსაც აქვთ უფლებები, ტერორში არ უნდა ვაცხოვროთ.

ამ არგუმენტების საპირწონე რა არის ?”, – წერს ოთარ გრიგოლია.