სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთ დაზიანება თავის არეში აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.