პოეტი რატი ამაღლობელი საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში რუსეთთან დაახლოებისთვის კეთდება.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„დიდი ძალაა საჭირო, რომ ამას გაუძლო და შეინარჩუნო საღი, ადამიანური განსჯისა და მოქმედების უნარი, არადა, ყველაფერს იმისთვის აკეთებს ეს სამარცხვინო ხელისუფლება, რომ მათსავით დავკარგოთ სახე, წარმოუდგენელი სიღრმეების უფსკრულში ექაჩება ქვეყანას „ოცნება”, ქვეყანას იმიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოსგან ნამსხვრევიც არ დატოვეს ამათმა. ეჭვის ნატამალიც აღარაა, რომ მათი მიზანი დიდი სისხლისღვრაა, ამ ქვეყნის ბოლომდე წელში გადატეხა და ასე, ამ მეთოდებით უკვე დარჩენილი საქართველოს რუსეთში შეთრევა. (თუ უკვე შეთრეულები არ ვართ)“