LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიამ ტურისტებისთვის ანტიკოვიდური რეგულაციები შეამსუბუქა

35
unnamed

ინდონეზიის ხელისუფლებამ აცრილი უცხოელი მოგზაურებისთვის გარკვეული რეგულაციები გააუქმა. სიახლე ძალაში ნოემბრის დასაწყისიდან შევიდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შემოსულ ვაქცინირებულ ტურისტებს მხოლოდ 3 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. აქამდე იზოლაციის ვადა 5 დღეს შეადგენდა.

გარდა ამისა, ინდონეზიაში მოხვედრას შეძლებენ ის უცხოელები, ვისაც ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული. თუმცა, ამ შემთხვევაში კარანტინის ვადა 5 დღემდე გაიზრდება.

დანიშნულებაში მოხვედრის პირობები არ იცვლება – საჭიროა ვაქცინაციის სერტიფიკატი და პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხი. ტესტი ბოლო 72 საათში უნდა იყოს გაკეთებული. მოგზაურს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევაც, მინიმუმ 100 ათასი დოლარის დაფარვის შესაძლებლობით.

საინტერესოა, რომ ქვეყანა რომელიმე კონკრეტულ ვაქცინას არ ირჩევს და თითქმის ყველა ვარიაცია დაშვებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები