Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გერმანიაში დაკავებული ტუნისის მოქალაქე ტერაქტს ბიოლოგიური ბომბით გეგმავდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დაკავებული ტუნისის მოქალაქე ტერაქტს ბიოლოგიური ბომბით გეგმავდა

82

კიოლნში დაკავებული ტუნისის მოქალაქე, ბიოლოგიური ბომბით ტერაქტს გეგმავდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალური სააგენტოს (BKA) ხელმძღვანელმა ჰოლგერ მიუნხმა განაცხადა.

მისი თქმით, კიოლნში, ტუნისელის ბინაში აღმოაჩინეს ძლიერი შხამის – რიცინის შემცველი ნივთიერება, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი კომპონენტები.

„ინტერნეტში არსებობს შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის ისლამისტური ორგანიზაციების მიერ გავრცელებული,“ – აღნიშნა მიუნხმა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა ბომბის კომპონენტები ინტერნეტით შეუკვეთა, რის შესახებაც გერმანიის უსაფრთხოების სამსახურს უცხოელმა პარტნიორებმა შეატყობინეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის სამიზნე.

გერმანიის სასამართლომ ტუნისის 29 წლის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის გერმანიაში 2016 წლის ნოემბერში ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები