LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო წითელას გავრცელების საფრთხის წინაშეა – WHO და CDC შეფერხებულ გეგმიურ აცრებზე

64
1

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მსოფლიოში წითელას გავრცელების მაღალ რისკებზე საუბრობს. 

ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიის გამო, 22 მილიონზე მეტმა ჩვილმა წითელაზე გეგმიური ვაქცინის პირველი დოზა გამოტოვა, რაც ზრდის წითელას გავრცელების რისკებს.

“2020 წელს 3 მილიონით მეტმა ბავშვმა გამოტოვა აცრები, ვიდრე წინა წელს და ეს ყველაზე დიდი ზრდაა ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ ძალისხმევას – საბოლოოდ აღმოიფხვრას უაღრესად ინფექციური ვირუსული დაავადება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით წითელას შემთხვევები 80%-ით შემცირდა, მაგრამ უფრო დიდია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც აუცრელობის გამო, საფრთხის წინაშე არიან.

გამომდინარე იქიდან, რომ წითელა არის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება, შეიძლება ითქვას უფრო მეტად ვიდრე კოვიდ-19, ებოლა, ტუბერკულოზი ან გრიპი, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესია გეგმიური იმუნიზაცია გაძლიერდეს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლისთვის დაგეგმილი წითელას ვაქცინაციის კამპანია 23 ქვეყანაში გადაიდო, რის გამოც 93 მილიონზე მეტი ბავშვი დატოვა საფრთხის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები