LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ, შეწყვიტონ პოლიციის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას – DRI

47
დემოკრატიის კვლევის

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) გმობს სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციის მონაწილეების დაკავებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, DRI მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული და რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის.

„9 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა კოალიციამ თბილისის ოთხ სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციები დააანონსა. ერთ-ერთი აქცია მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება მოყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დაკავებულია 46 პირი.

სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების დაკავება განმარტებების გარეშე ხდებოდა. ასევე, სამართალდამცავები აკავებდნენ ადამიანებს, რომლებიც არც საგზაო მოძრაობის შეფერხების და არც ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირების საფრთხეს არ ქმნიდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელებისას, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით, დამკავებელი სამართალდამცავი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე მისთვის გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი, უფლება ადვოკატზე, მისი სურვილის შემთხვევაში მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს.

მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავებისას, საგანგაშოა არა მხოლოდ სამართალდამცავების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ მათი მხრიდან გამოყენებული დაუსაბუთებელი, უკანონო და არაპროპორციული ძალადობა. DRI მიიჩნევს, რომ პოლიტიზებული და რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის.

DRI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში, შეწყვიტონ პოლიციის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები