LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: სააკაშვილის ადვოკატებს ერთი ამბავი აქვთ, დაუძლურდა და რატომ არ გადაჰყავთ კლინიკაშიო, მეორე მხრივ ამბობენ, ძალას მოიკრებს და სასამართლოს დაესწრებაო – აბსურდში არიან

88
მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ, როცა ერთი მხრივ ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მეორე მხრივ, სასამართლო პროცესზე მის დასწრებას ითხოვდნენ.

„ერთი ამბავი აქვთ – დაუძლურდა და რატომ არ გადაჰყავთ კლინიკაში და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ძალას მოიკრებს და სასამართლო პროცესს დაესწრება, იმდენად აბსურდში არიან, თავად ვერ ხვდებიან,“- განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ოპოზიციის აქციებიც სააკაშვილთან დაკავშირებით, „ერთი დიდი სცენარის ნაწილია.“ ყაველაშვილმა შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ გადაამეტონ ძალაუფლებას.

მამუკა მდინარაძე: არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ

„მოვუსმინე პენიტენციური სამსახურის განმარტებას და მკაფიოდ იყო აღწერილი, რატომ ვერ დაესწრო სააკაშვილი სასამართლო პროცესს. სააკაშვილის ადვოკატებსაც მოვუსმინე და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ.

თუ ცუდად არის, ვერ გადაადგილდება, მძიმედ არის და კლინიკაში გადაყვანა უნდა, სასამართლო პროცესზე, მით უმეტეს, ასეთ ემოციურ ფონზე პატიმრის დასწრება როგორ შეიძლება?! ამ კითხვას ვსვამ ადვოკატებისთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის.

ეს არის ერთი დიდი სცენარი, დიდი აბსურდის ნაწილი, რასაც ეს აქციებიც ემსახურება, საზოგადოება ვერ დააინტერესეს, რომ მეტი ადამიანი მივიდეს, ყველამ ყველაფერი იცის, ადვილად გასაშიფრია მათი ღვარძლიანი, აღტყინებული საუბარი,“– განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბექა ბასილაია: დღეს პირადად შევხვდი სააკაშვილს, თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩამოვიდა – ვადასტურებ, რომ პროცესზე მონაწილეობას შეძლებს