LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა: მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად

113
ჯარჯი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად.

პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

ბასილაია მოსამართლეს: ახლავე ატეხეთ განგაში, უზრუნველყავით სასამართლო სხდომის დარბაზში სააკაშვილის მოსვლა

„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა.

დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.

კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან: “ყველაფრის უფლებას გვართმევთ ხომ? ლაივის უფლება მაინც მიეცით…”

გულისამრევია, სამარცხვინოა, ეს არაა სასამართლო, ესაა ტროიკა – უგულავა

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები