LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი ნახსენები არ ყოფილა, რაც არის მნიშვნელოვანი: კობახიძე

65
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ქალბატონ ოლსონთან შეხვედრა გუშინ გვქონდა და განვიხილეთ ყველა საკითხი, აქვე ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, რაც არის მნიშვნელოვანი“, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ გვქონდა საუბარი პოსტსაარჩევნო გარემოზე ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ქალბატონ ოლსონს. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო ასპარეზზე, და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა.

ეს იყო საუბრის თემა, არავითარი სააკაშვილი, არავითარი ეს ქაოსის იმიტაცია და ა.შ. საუბრის თემა იყო ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ხედვა რეგიონში საქართველოს როლთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდნენ და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

ამავე თემაზე:

საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სისტემა და სანქციები – რაზე ისაუბრა ოპოზიციამ დიპლომატებთან

ზურა ჯაფარიძე: ახლა ყველაზე მთავარი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააკეთონ, სიმართლის საუბარია, პირდაპირ, დიპლომატიური შელამაზების გარეშე

ზურა ჯაფარიძე: დიპლომატებთან შეხვედრაზე ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები