LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება

94
anzorerqomaishvili

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთში არსებულ სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.

„ანზორ ერქომაიშვილი ჩვენი კუთხის საამაყო წარმომადგენელი, ქართული ფოლკლორის მოამაგე, დიდი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ასევე ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი გახლდათ“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ახლახან გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები