LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო კოალიციამ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციები დაბომბა

75

აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციები დაბომბა. სირიის სამთავრობო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.

დაბომბვა ალ-ბუკამალთან მოხდა, რომელიც დეირ ელ-ზორის გუბერნიის შემადგენლობაში შედის და ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რის შემდეგაც ერაყელი ჯარისკაცების სამხედრო ობიექტებიც დაზიანდა.

სირიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზა ალ-ბუკამალის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავიარიშის ფაქტს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები