ბესო კალანდაძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ და აღნიშნავს:
„ბევრი ყოფილა, თუმცა წინააღმდეგობების არასდროს შემშინებია. ჩემი ცხოვრების შავ ლაქად მოსკოვში ცხოვრების პერიოდს მივიჩნევ, იმიტომ არა, რომ რამე დავაშავე, უბრალოდ, „ჭაობში“ ვცხოვრობდი, ისეთი ხალხი იყო ჩემ გარშემო…ახლა რომ ვუკვირდები, თითქოს განათლებული, მაგრამ შინაგანად ძალიან ცარიელი და პრიმიტიული ადამიანები იყვნენ…“