LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას თხოვნით, დილის 4 საათზე პლასიდო დომინგომ, ბათუმის ოპერის ახლად ამოყვანილ საძირკველში, მუხლმოყრილმა არია შეასრულა… მგონია, მიშა იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს: ნათია ბანძელაძე

5970
Capture877887

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, როდესაც „პლანეტის უდიდებულესობა ხმა, ტენორი“ პლასიდო დომინგო დილის 4 საათზე, ბათუმის ოპერის ახლადამოყვანილ საძირკველში წაიყვანა, სადაც პლასიდო დომინგომ მუხლმოყრილმა არია შეასრულა.

როგორც ნათია ბანძელაძე წერს, „მიშამ თავისი ბავშვური გულწრფელობით, აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაჰყოლოდა სადღაც მშენებლობაზე და როგორც საძირკველში სიმბოლურად ჩაფიქრებული სურვილის „ჩაყოლება“, ასე სიმბოლურად ვარსკვლავების ხმის დაბედება მოიფიქრა ოპერისთვის!“.

„ამ მსოფლიო საოცრებას პლასიდო დომინგოს წარდგენა რომ არ სჭირდება ზუსტად ვიცი , მაგრამ ეს ისტორია სულ სხვა რამეზეა. ეს ბათუმია , წვიმიანი დილის 4 საათი მიშას თხოვნით , გამოუძინებელი და the კომფორტს შეჩვეული პლანეტის უდიდებულესობა ხმა /ტენორი, პლასიდო დომინგო ბათუმის ოპერის ახლახანამოყვანილ საძირკველში მუხლმოყრილი ასრულებს არიას !!!! დიახ მიშამ თავისი ბავშვური გულწრფელობით , აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა , ამდგარიყო უთენია ,გაყოლოდა სადღაც მშენებლობაზე და როგორცსაძირკველში სიმბოლურად ჩაფიქრებული სურვილის ,,ჩაყოლება'” ,,ასე სიმბოლურად ვარსკვლავების ხმის დაბედება მოიფიქრა ოპერისთვის!!!!! გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე ??? რომელთა ჩამოსვლასაც კი 2 თვიანი პროტოკოლი , დიდი რუტინული სამზადისი უდგას წინ და აურებელი ჩამონათვალი რომლის შეუსრულებლობაც ნებისმიერ წუთში შლის კონტრაქტს !!! ასეთი ისტორია არაერთი მაქვს გასასხსენებელი და ახლაც რატომ ვყვები ამას :):))) უბრალოდ მის უსაზღვრო შესაძლებლობების შეძლებულობაზე მინდოდა შემეხსენებინა …. რაღაც მგონია რომ მიშა იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს!!!! რა , დომინგო დილის 4 საათზე საძირკველში დაჩოქილი ნამღერი წარმოსადგენი იყოოო???“, – წერს ნათია ბანძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები