LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მზად ვარ მივცე ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში: მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე

83
ighumeni-danieli-da-ambokhebuli-berebi-w-h

სასულიერო პირებს, რომლებიც მონასტრიდან განკვეთილები არიან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი მიმართავს და ამბობს, რომ მზად არის მათ თავშესაფარი მისცეს.

როგორც პრესკონფერენციაზე მეუფე სტეფანემ აღნიშნა, განკვეთილ სასულიერო პირებს თავშესაფარს ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში მისცემს.

„ვისაც სჭირდება თავშესაფარი მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით, მივცე თავშესაფარი, მაგრამ არა ჭყონდიდის ეპარქიაში. რადგან ადგილი და თავშესაფარი არ აქვს, კი ბატონო – მათ მივცემ თავშესაფარს ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში. ასე რომ, ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ არის ძალიან ლმობიერი თავიდან ბოლომდე, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ არ მაძლევდნენ საშუალებას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ განჩინების მიხედვით, სასულიერო პირებს მონასტერი უნდა დაეტოვებინათ, რადგან ისინი განკვეთილები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები