რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად თემატურმა ტატუებმა აქტუალობა შეიძინა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაულზე ჩასული გულშემატკივრები სპორტული ასპარეზობის სამახსოვრო ტატუებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე იკეთებენ.
როგორც ტატუს სპეციალისტები განმარტავენ, განსაკუთრებით პოპულარული ფერადი ილუსტრაციებია.
მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო ღონისძიებამ სტარტი რუსეთში გუშინ აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.