LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყონია: წალენჯიხაში  ბიზნესი არ გადამაქვს, „ლეგოს“ ქარხანა კი არ მაქვს, დავშალო და ავაწყო

707
Untitled design (76)

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში გადასვლას გეგმავს და აპირებს, იქ ბინაც კი შეიძინოს, ცნობილი გახდა, რომ მისი იდეა მოეწონა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას და წერილი მისწერა ხაზარაძეს, რომ მზადაა მის გვერდით იდგეს ამ წამოწყებაში.

თემუ ჭყონიას წერილი ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, მას მისი ბიზნესი წალენჯიხაში გადააქვს. როგორც ბიზნესმენმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, მისი განცხადება არ ნიშნავს ვიღაცის წინააღმდეგ წასვლას და არც ოპოზიციონერობას.

„მე წალენჯიხაში  ბიზნესი არ გადამაქვს. „ლეგოს“ ქარხანა კი არ მაქვს, დავშალო და ავაწყო,“ – ამბობს ჭყონია „ფორტუნასთან“ და იქვე განმარტა:

„ჩვენ მივდივართ წალენჯიხაში თვითმმართველობის სწორედ გამოყენებისთვის და არა ვიღაცის წინააღმდეგ.

მინდა, ვაჩვენო, რომ თვითმმართველობა და ინტელექტუალური კოალიცია არის სწორი გზა. ეს არის ჩემი მიზანი“.  – ამბობს ბიზნესმენი.

კითხვაზე, რა ინტერესები აქვს წალენჯიხაში, ბიზნესმენი პასუხობს:

„ტელევიზიაში ვნახე, რომ ბავშვთა სტადიონი არაა. შესაძლებელია, მათ სტადიონი გავუკეთო.  შესაძლებელია, განათლების სისტემაში ჩავერიო. შესაძლებელია, ისეთ თემებში ჩავერიო, რაც ახალგაზრდების განათლებასა და მენტალიტეტზე იმოქმედებს. რა თქმა უნდა, არიან ბიზნესები, რომლებიც საჭიროებენ ჩემს კონსულტაციებს“. – აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი ამბობს, რომ წალენჯიხაში ნამყოფი არაა, „მიკვირს ჩემი თავის. არ ვიცი, რატომ არ ვარ ნამყოფი, არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს იქ“.  

ხაზარაძეს მივწერე ეს წერილი, კი არ მითქვამს, გაასაჯაროვე-მეთქი… თუ კარგი ფასი იქნება, მეც შევიძენ ბინას წალენჯიხაში, თუმცა ისეთი სტუმართმოყვარე ხალხია, შეიძლება, ღამე გამათენებინონ – ჭყონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები