Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდპრეპარატის გამოყენებას იწყებს – “მოლნუპირავირი” დამტკიცებულია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდპრეპარატის გამოყენებას იწყებს – “მოლნუპირავირი” დამტკიცებულია

157
1

პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი – დიდმა ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი მედიკამენტი, “მოლნუპირავირი” დაამტკიცა. 

კოვიდპრეპარატი, რომელიც სიმპტომური კოვიდის სამკურნალოდ შეიქმნა, ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ დღეს დაამტკიცა.

მედიკამენტს დღეში ორჯერ მიიღებენ ახლადინფიცირებული, მოწყვლადი ჯგუფის პაციენტები.

“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან დიდი ბრიტანეთი ახლა პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული საშუალება. ამ პრეპარატით კოვიდ-19-ზე მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც.” – განაცხადა დიიდ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა.

ტაბლეტმა, რომელიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, კლინიკური კვლევების შედეგად აჩვენა, რომ ის ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 50%-ით ამცირებს.

“მოლნუპირავირი” აშშ-ის წამლების კომპანიების Merck-ის, Sharp and Dohme-სა და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ არის შემუშავებული.

ეს არის პირველი პერორალური ანტივირუსული პრეპარატი კოვიდინფექციისთვის, რომელიც შეიძლება პაციენტმა მიიღოს აბების სახით.

“მოლნუპირავირმა” კოვიდ-19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტიანობა კვლევებით აჩვენა.

ახალი კვლევის შედეგები: მედიკამენტი “მოლნუპირავირი” დელტა შტამის წინააღმდე ეფექტიანია

მწარმოებელი კომპანია “მერკი” თავის ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურად გამყარებულია კვლევებით – 29 დღის შედეგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ თუ პაციენტები იღებდნენ “მოლნუპირავირს”, მათი გართულებების მაჩვენებელი იყო 7.4%, მაშინ როდესაც იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ანუ პირები, რომლებიც “მოლნუპირავირს არ იღებდნენ”, 14.1% გახლდათ გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები