ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახალხო არტისტებს, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 600-ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავენ.
მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„ცნობისთვის:
სახალხო არტისტის წოდება ვისაც აქვს, მოიაზრებიან მომღერლები, დრამის და ოპერის მსახიობები, რეჟისორები…
ამ სტატუსის მატარებელი ცოცხალი სულ რაღაც 40 -მდე კაცია დარჩენილი, რომელიც იღებდა 300 ლარს ამ წოდების გამო. მათგან ბევრი თეატრში აღარ მუშაობს, ან ვინც მუშაობს, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს (ასეთები პენსიას ვერ იღებენ, ისე, რომ იცოდეთ)… გაუფასურებული ლარის ფონზე მათ რომ 300 ლარი მოემატათ, ეს რატომაა საღლიცინო?
თქვენც დაბერდებით, გახსოვდეთ და სიბერის გადმოსახედიდან სხვანაირად იჭიკჭიკებთ…“