LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Suzuki-ს ჰეტჩბეკმა კრაშ-ტესტი ვერ გაიარა

33
suzukinews

დამოუკიდებელმა ორგანიზაცია Latin NCAP-მა, რომელიც ლათინური ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების გამოცდითაა დაკავებული, Suzuki Baleno-ს შემოწმება გადაწყვიტა. უსაფრთხოების გამოცდის დროს კომპაქტურმა მოდელმა საშინელი შედეგები აჩვენა, დაჯახების შემთხვევაში არც მძღოლი და არც მგზავრები არ არიან დაცული. სპეციალისტებმა ცდების დასრულებაც კი არ ისურვეს, რადგან მოდელს დაცვის სტანდარტული ელემენტები არ გააჩნია.

Suzuki BAleno-ს ინდოეთში აწყობენ და ინდური ვერსია ორი უსაფრთხოების ბალიშითაა უზრუნველყოფილი. შეჯახების დროს დადგინდა, რომ ავტომობილში მყოფი ადამიანების მუხლები არასაკმარისადაა დაცული, ხოლო მკერდი საერთოდ არაა დაცული. პირველი კრაშ-ტესტის შემდეგ სპეციალისტებმა ჰეტჩბეკის უსაფრთხოება ზრდასრული მგზავრების შემთხვევაში 20%-ით, ხოლო ბავშვების შემთხვევაში 17%-ით შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მოდელის ევროპულ მოდიფიკაციას 6 უსაფრთხოების ბალიში და სხვა საჭირო სისტემები აქვს. რაც შეეხება ლათინური ამერიკის ბაზარს, ავტომობილთა უმრავლესობას დაცვის სტანდარტული მოდულებიც კი არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები