LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელოუინი ჯენიფერებთან ერთად – ბენ აფლეკმა დღესასწაული ყოფილი და ახლანდელი გოგონების გარემოცვაში აღნიშნა

7367
page

ბენ აფლეკისთვის „ჰელოუინი 2021“ ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა. გამოცემა People-ის ინფორმაციით, მან დღესასწაული ბავშვებთან, ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან და ცხოვრების მთავარ სიყვარულთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად გაატარა.

ბენის ,,ნამდვილი ჰელოუინი” – ჯენიფერი და ჯენიფერი ერთმანეთს შეხვდნენ

გამოცემის ცნობით, ბავშვებს ერთად უნდოდათ ამ დღესასწაულის აღნიშვნა და მშობლებმაც მათ ეს სურვილი შეუსრულეს. ჯერჯერობით ბენის „ჯენიფერების“ ერთობლივი ფოტო არ გავრცელებულა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

„მათ ყველას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, ყველას სურდა, რომ ბავშვებს საუკეთესო ჰელოუინი ჰქონოდათ, მათი შვილები მეგობრობენ, მათ ერთად სურდათ დღესასწაულის აღნიშვნა და შეიკრიბნენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდში კიდევ ბევრი ასეთი ოჯახია, სადაც ექს მეუღლეებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგალითად, კეტი პერი და ორლანდო ბლუმის ყოფილი მეუღლე, მირანდა კერი, ასევე ბრიუს უილისის ყოფილი და ახლანდელი ცოლები, დემი მური და ემა ჰემინგი.

„მირანდასთან მეგობრობის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ მისი პროდუქტების დატესტვა შემიძლია“- კეტი პერი ორლანდო ბლუმის ყოფილ ცოლზე

ფოტო: „შვედური ოჯახი“ – ბრიუს უილისის მეუღლემ დაბადების დღე დემი მურთან ერთად აღნიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები