პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, The International Wine & Spirit Competition-ის მიერ ლონდონში ორგანიზებულ 2021 წლის ღვინის მწარმოებელთა კონკურსზე, „თელავის ღვინის მარანი“ თეთრი ღვინის საუკეთესო მწარმოებლის ნომინაციაზეა წარდგენილი.
ცნობისთვის, კატეგორიაში White Wine Producer ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 4 კომპანიაა დასახელებული, მათი შერჩევა კი 2021 წლის IWSC ღვინის კონკურსზე მიღებული ექსპერტების შეფასებებისა და დამსახურებელი ჯილდოების გათვალისწინებით მოხდა.
შეგახსენებთ, „თელავის ღვინის მარანის“ 2018 წლის მოსავლის სატრაპეზო 10 ქვევრი და სატრაპეზო მწვანე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, დამატებით კი კომპანიამ 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.