ტანმოვარჯიშე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, სალომე ფაჟავა ჟურნალ „სარკეს“ სპორტიდან წამოსვლის შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ყველა ეკითხება, აპირებს თუ არა დაოჯახებას მას შემდეგ, რაც ტანვარჯიშს თავი დაანება.
სალომე ფაჟავა:
„სხვათა შორის, რაც სპორტიდან წამოვედი, ყველა მეუბნება, ალბათ, ახლა ოჯახს შექმნიო. ბევრს საერთოდ ეგონა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით წამოვედი სპორტიდან. ბუნებით ძალიან მეოჯახე ვარ, გართობა და ზედაპირული ურთიერთობები არ მხიბლავს. არ ვთვლი, რომ 24 წელი ადრე ან გვიანია ოჯახის შესაქმნელად როცა ნამდვილი გრძნობა მოდის, ყველაფერს ის გკარნახობს…“
კითხვაზე, როგორი მამაკაცი წარმოუდგენია გვერდით, სპორტსმენი პასუხობს: „ჩემ გვერდით ჩემზე ძლიერი მამაკაცი უნდა იყოს. ადამიანურ თვისებებში კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულებაა…“