LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის დემოკრატია – კელი მოსამართლეთა დანიშვნაზე

44
იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

კელი  საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას ციტირებს, რომელმაც საბჭოს წევრთა დანიშვნაზე დაწერა, რომ პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

“პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია”, – წერს იან კელი.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას გამოეხმაურა. საელჩო მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

როგორც აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და სისტემის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

მოსამართლეთა დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომელიც წერს, რომ დანიშვნები ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები