LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც გული არ უსკდება, რადგან მე-3 პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას: ხოშტარია

364
ელენე ხოშტარია

“არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც გული არ უსკდება, რადგან მე-3 პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას.” – ამის შესახებ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია “დროა”-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიამ მიმართვის დროს აღნიშნა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ, თუ არ დაიღლებიან, არ შეეგუებიან, არ დაეზარებათ და თუ ერთად იქნებიან:

“ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა პარტიიდან და გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც გული არ უსკდება, რადგან მე-3 პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას.

არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამას შეეგუება. საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა და ის არ უნდა იყოს შურისძიებასა და პოლიტიკურ ტყვეობაში დამნაშავე ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან. ამისთვის ყველა ერთად ვიბრძოლებთ.

ავტორიტარიზმთან ბრძოლა მარტივი არ არის, მაგრამ ის გამარჯვებები, რომლის მაგალითიც თქვენ ანახეთ, არის ის საფუძველი, რომელიც წინ გვწევს. აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუ არ დავიღლებით, არ შევეგუებით, არ დაგვეზარება, ვიქნებით ერთად, და თუ გადავდებთ თავს. ყველა ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ არჩევნები და სამართლიანობა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გამოვიდეს ციხიდან და არ იყოს საფრთხეში მიხეილ სააკაშვილი.” – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ბათუმსა და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციები მიმდინარეობს.

განცხადებები აქციებიდან:

საპროტესტო აქციებისკენ სვლას ვაპირებთ, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს: მელია

“მიშა, გამხნევდი მეგობარო, მთავარსარდალო” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები