LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, არ ვიცი რა მოხდა, დაზარალებულს არ ვიცნობ – აზერ სულეიმანოვი

120

საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
სულეიმანოვის თქმით, ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ იმ საღამოს დაზარალებულს შეხვდა. სულეიმანოვი იმასაც ამბობს, რომ დაზარალებულს არ იცნობს, მხოლოდ ის იცის, რომ მარნეულის მკვიდრია.

„ვკითხე, რატომ ლაპარაკობ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, როცა არ ხარ ჩვენი წევრი, ვინ დაგავალა-თქო. ამის შემდეგ ის წავიდა და მერე რა მოხდა, მე არ ვიცი. ჩაიხანაში იყვნენ საკრებულოს დეპუტატებიც. მე არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია,” – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები