LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ჯო ბაიდენს გაეროს კლიმატის სამიტზე ჩაეძინა

161
1

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ ურჩია, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ ჩასძინებოდა.

ტრამპის ეს გაფრთხილება მსოფლიო მედიამ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა.

საქმე ისაა, რომ როგორც მედია იუწყება, ჯო ბაიდენს გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე ჩაეძინა.

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერების გამოსვლას უსმენს და შემდეგ 30 წამის განმავლობაში თვალებს ხუჭავს.

ბაიდენი ამ დროს უსმენდა მომხსენებელს, რომელიც განიხილავდა სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მსჯელობდა, თუ როგორ შეუძლიათ კონფერენციის მონაწილე მხარეებს მიიღონ გადაწყვეტილებები და მიაღწიონ შეთანხმებებს, რომლებიც გავლენას მოახდენს მომავალი თაობების ცხოვრებაზე.

კადრში ჩანს, რომ ბაიდენი თვალს მაშინ ახელს, როდესაც მას თანაშემწე ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილმა კომენტარებში ხუმრობა დაიწყო, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ გაოცებულები არიან – “როგორ შეიძლება ვინმემ მნიშვნელოვანი კონფერენციის დროს დაიძინოს”.

შეგახსენებთ, გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება – 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა

„შენობასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდა“ – ეტლით მოსარგებლე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი გაეროს კონფერენციას ვერ დაესწრო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები