მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და გულშემატკივრები უკვე გეგმებს ალაგებენ. გულშემატკივართა შორის კი პირველ რიგში ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. მათ შორის განსაკუთრებული გულღიაობით პატარები გამოირჩევიან და გამონაკლისი არც ყველაზე დიდი ვარსკვლავის ლეო მესის შვილები არიან. მამის მაისურებში გამოწყობილი ბავშვები მშობლიურ ქვეყანას გამარჯვებისკენ მოუწოდებენ.