LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულების გარეშე”

138

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი ითხოვს აქცია აპოლიტიკური გახდეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ.

ფეისბუზე შეიქმნა ჯგუფი „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე!“ სადაც განიხილავენ, როგორ შეიძლება აქციას პოლიტიკური სარჩული ჩამოშორდეს.

ამ ჯგუფის წევრები აქციას ხვალ, 2 ივნისს, მრგვალ ბაღთან აანონსებენ.

„აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად, ვაპირებთ შევიკრიბოთ მრგვალ ბაღში,რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს

ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვართ რიგითი მოქალაქეები მეგობრები და გვინდა, ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება“, – წერენ ჯგუფის შემქმნელები.

ჯგუფში „ნუ მომკლავ“, რომლის მეშვეობითაც გუშინდელი აქცია იმართებოდა, მოქალაქეები ასევე განიხილავენ სხვა ვარიანტებს, თუ როგორ შეიძლება აქციამ მთავარი აზრი დაიბრუნოს და აპოლიტიკური გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები