LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე: „კოვიდი მეორედ გადასარევად გადავიტანე… იმედია, შემდეგ ოქტომბერსაც არ შემხვდება…“

531
salomebakuradze

სალომე ბაკურაძეს კოვიდი უკვე მეორედ დაუდასტურდა. ჯერ მის მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს აღმოაჩნდა ვირუსი, შემდეგ კი ოჯახის წევრებიც, სალომე, მათი ვაჟი და სალომეს დედაც დაინფიცირდნენ. სალომემ კოვიდი ერთი წლის წინ გადაიტანა, შემდეგ კი საკმაოდ მძიმე დაავადებასთან გამკლავება მოუხდა, რომელიც ვესტიბულარულ აპარატს უკავშირდებოდა და არცთუ მსუბუქი მკურნალობა გაიარა. სალომე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეპარატებმა, რომლებსაც იღებდა, აცრის ეფექტი შეამცირა… თუმცა, ამის მიუხედავად, კოვიდი ისე გადაიტანა, რომ საერთოდ არაფერი უგრძნია…

სალომე ბაკურაძე:

გადასარევად გადავიტანე მეორედ კოვიდი. აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ჩემს მეუღლეს რომ დაუდასტურდა, მეც გავიტესტე და აქედან გავიგე, რომ კორონავირუსი მქონდა, სხვანაირად ნამდვილად ვერ გავიგებდი. პირველად წინა ოქტომბერში შემხვდა, ახლაც ამ თვეს და ვხუმრობდი, ყოველ ოქტომბერს კორონა მემართება-მეთქი (იცინის). მაგრამ ახლა შინაგანად ძალიან დამშვიდებული ვარ. ორჯერ გადავიტანე და აცრილიც ვარ, შემდეგ ოქტომბრამდე, მგონი, არაფერი მემუქრება (იცინის). თუმცა წესებს მაინც ვიცავ, რადგან ვიცი, არც აცრა და არც გადატანა შემდგომი დაინფიცირებისგან არ გვიცავს. აცრა გვიცავს გართულებებისგან და ეს ჩემს თავზეც გამოვცადე და დედაჩემზეც, ისიც აცრილი იყო. ძალიან მეშინოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა სიცხე. მასაც და ჩემს შვილსაც.

მან როგორ გადაიტანა?

მსუბუქად, თუმცა როდესაც ლაშას კორონა დაუდგინდა, ჩვენმა შვილმა ძალიან ინერვიულა და იტირა, ამიტომ საჭიროდ არ ჩავთვალე, რომ მისთვის მეთქვა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ისე გადაიტანა, რომ არ გვითქვამს და მგონი, არაფერი ცუდი არ ჩამიდენია. ვუთხარი, რომ რადგან მამიკოს დაუდასტურდა, ჩვენც იზოლაციაში უნდა ვყოფილიყავით… ოჯახის ყველა წევრი უკვე გამოვჯანმრთელდით.

სალომე, წინა დაინფიცირება ახლანდელს რომ შევადაროთ, რა განსხვავება იყო?

ზოგადად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პირველსაც კარგად გავუმკლავდი, არ ვწუწუნებდი, მაგრამ სახსრების ტკივილი და დაბალი სიცხე მაწუხებდა, უბრალოდ, გავუმკლავდი ამ სიმპტომებს, მეორე ჯერზე კი საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები