LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსელიანი: ხაზარაძის გადაწყვეტილების სისწორეს არ ვიზიარებ, საერთაშორისო პარტნიორების ამხელა ძალისხმევის შემდეგ, მანდატის დატოვება სწორად არ მიმაჩნია

52
ყულყ

„ყველას აქვს უფლება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილების სისწორეს არ ვიზიარებ, რადგან საერთაშორისო პარტნიორების ამხელა ძალისხმევისა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, მანდატის დატოვება სწორად არ მიმაჩნია,“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი საუკეთესო ადგილია ისაუბრო იმაზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

ბადრი ჯაფარიძე – მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას

„მას თავისი გზა აქვს და უფლება არ მაქვს, ვინმეს გადაწყვეტილება მოვიწონო ან არ მოვიწონო. ზოგადად, მივიჩნევ, რომ როცა მანდატი მოგანიჭეს, იმ ვადით უნდა გამოიყენო, რაც გაქვს და უნდა შექმნა ის დღის წესრიგი, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. უამრავი საკითხია, რაც ამ პარლამენტში არის გადასაწყვეტი. პარლამენტი საუკეთესო ადგილია ისაუბრო იმაზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. ლოგიკას ვერ ვხდები, მამუკა ხაზარაძე მიდის და მისი ფრაქცია რჩება. ფრაქცია ეშლება და გადაკეთდება პოლიტიკურ ჯგუფად, რაც სამწუხაროა, რადგან საპარლამენტო ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მანდატი დატოვა და თქვა, რომ დროა უფრო დიდი კოალიციის შექმნაზე ფიქრი, რომელშიც არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ყოფილი პოლიტიკოსებიც გაერთიანდებიან.

ვტოვებ მანდატს, რადგანაც ამ ინსტიტუციაში ჩემი თავი ვერ დავინახე, დადგა დრო ვიფიქროთ უფრო დიდ კოალიციაზე: მამუკა ხაზარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები