LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა საკონსულტაციო კომპანიებმა ყაზახეთში სავაჭრო მისია განახორციელეს

107

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Gateway&Partners” შუამავლობით, 28-დან 30 მაისის ჩათვლით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებმა ყაზახეთში სავაჭრო მისია განახორციელეს.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში ექვსმა ქართულმა კომპანიამ – სს „ჯი-ი-სი“, შპს „გლობალური გაყიდვებისა და კონსულტაციების ჯგუფი“, შპს „Innova”, შპს „კაიზენ ინსტიტუტი საქართველო“, შპს „PMO”, შპს „სავი“, 3 დღის განმავლობაში, მათთვის შერჩეულ პოტენციურკლიენტებთან წინასწარ დაგეგმილი B2B ტიპის შეხვედრები გამართა.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართული ბიზნეს საკონსულაციო კომპანიების დელეგაცია სავაჭრო მისიით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაემგზავრა.

მათივე ცნობით, ქართული მხარე შეხვდა 30 სხვადასხვა კომპანიასა და ბიზნეს ასოციაციას მათ შორის ყაზახეთის ბაზრის ისეთ მსხვილ მოთამაშეებს, როგორიცაა, „კაზმუნაი გაზი“ „ტურიზმის ასოციაცია“, „კასპი ბანკი“ და ა.შ.

სავაჭრო სამრეწველო პალატის განცხადებით, სავაჭრო მისია საკმაოდ წარმატებული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ქართულმა კომპანიებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პოტენციურ პარტნიორთან დაიწყეს მოლაპარაკება და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების ყაზახეთის ბაზარზე გატანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები