LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენც იმ აზრზე ხართ – “მკვდარს ვერაფერს ვუშველით?” – სარალიძე პატრიარქს მიმართავს

671
1

2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პატრიარქს მიმართავს.

სარალიძე ფეისბუქმიმართვაში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც წერს და ამასთან, ნებისმიერ იურისტს ეკითხება, თუ რითია ქვეყანაში დაცული მოკლული ადამიანის ღირსება და ასევე, რითია დაცული მოკლული ადამიანის ოჯახი.

როგორც სარალიძე წერს, დღევანდელი კანონისთვის ისინი არაფერს წარმოადგენენ.

სარალიძე აქვე სვამს კითხვას, იმავე აზრზე ხომ არ არის პატრიარქიც, რომ ” მკვდარს ვერაფერს ვუშველით”.

“დაწყებული დასასრულის დასრულების დროც დადგა…

დიდხანს სიცოსხლე, ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სულიერ მამას. მადლობა უფალს,რომ თქვენ გვყავხართ..

მაპატიეთ თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ აქ გლეხი ადამიანის ფასი არ იციან და არც არასდროს ეცოდინებათ. წყლის ზედაპირზე გავლა და ტალახიანი წყლიდან სუფდად გამოსვლა მხოლოდ უფალს შეუძლია, ჩემი წყალი კი 2017 წლის 1 დეკემბერს აიმღვრა და ადიდდა.

ყველანაირი მცდელობის მიუხედავად ეს წყალი არც ცხრება და არც იწმინდება, სამწუხაროდ უფრო და უფრო ემატება.
ვერსად ვერ ვნახე გლეხი ადამიანის დასაცავი მექანიზმი, იმიტომ, რომ არ არსებობს.

ნებისმიერ იურისტს ვეკითხები, მანახეთ, ჯერ მოკლული ადამიანის ღირსება რითია დაცული და შემდეგ, ამქვეყანაზე დარჩენილი მოკლული ადამიანის ოჯახი რითია დაცული, ან საერთოდ ვინ ვართ ჩვენ დღევანდელი კანონისთვის???!!!
ა რ ა ვ ი ნ!!!!

იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მოგვიკლეს და აღარ ვარ არავინ, ამას მეუბნება დღევანდელი კონსტიტუცია ჩემი გადმოსახედიდან.
თუ რამეში ვცდები, გთხოვთ მიპასუხეთ!!!

თუ თქვენც იმ აზრზე ხართ “მკვდარს ვერაფრით ვშველით”???

გუშინდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაზარალებულის ფეხებზე დაკიდებას….

მთავრობის არაერთ დეპუტატთან მქონდა შეხება პირდაპირ და არაპირდაპირ, და მადლობას ვუხდი, ვინც დაიჯერა, რომ პოლიტიკა არ მადარდებდა და სოლიდარობასაც გვიცხადებდა ოჯახს, მიხვდებიან თავად, ვისაც ვგულისხმობ, თქვენი სიტყვები ამ ბრძოლა ძალას მიმატებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც თქვენ და თავად ივანიშვილმა ვერ გააგებინეთ ამ უდღეურებს, რას ნიშნავს გლეხი და გლეხისთვის ოჯახი, მით უმეტეს, განადგურებული ოჯახი!!!!

ბოლო თვრამეტი წელი წაშალეთ ისტორიიდან, საერთოდ არაფერი არაა გასახსენებელი, ზიზღის, ერთმანეთის დევნის, გლეხის განადგურების, ძმათა კვლის და ქვეყნის განადგურების მეტი!!!

წიფლის ხიდან მუხის ხემდე გზას გაუმარჯოს რაც მთვარია!!!

ღმერთო დიდებულო!!!

დალოცე და გააძლიერე საქართველო საქართველოში და საქართველო საქართველოს გარეთ!!!” – წერს სარალიძე “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები