LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: ლოზუნგი, რომ “არჩევნები გაუქმებულია” მცდარია, ბრძოლას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა

122
გჰმ

ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, “ევროპულ საქართველოს” ლოზუნგი “არჩევნები გაუქმებულია”, მცდარად მიაჩნია.

“მაგრამ აქვე მინდა წინასწარ ვთქვა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, რომ ლოზუნგი, რომ „არჩევნები გაუქმებულია“ ჩვენ არსებითად მცდარად მიგვაჩნია.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ისეთი სახიფათო, ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია არასაარჩევნო გზით შეცვლა ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება მოსახლეობისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას. კიდევ ერთხელ არ უნდა შევუქმნათ ჩვენს საზოგადოებას მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის და ამ წარუმატებლობამ არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში.

განცხადებები, რომ „აღარ შეგვიძლია მოთმენა და რაღაც უნდა ვქნათ“ – ეს პირიქით ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის დამყარებას და სასოწარკვეთაში საზოგადოების ჩაგდებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

ვერ შემოგიერთდებით ლერწამნო, არჩევნების გაუქმების „დიად“ ამოცანაში: თამარ ჩერგოლეიშვილი

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს მონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.

ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები