LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საკლუბო ცხოვრება შესაძლოა საერთოდ გაქრეს – ბიზნესი პრობლემებზე საუბრობს

113
shutterstock-247679890

საკლუბო ბიზნესი კვლავ უდიდესი პრობლემების წინაშე დგას… კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი სოფო ებრალიძე იმასაც კი ამბობს, რომ საქართველოში ამ ბიზნესს გაქრობა ემუქრება.

„კლუბები უახლოეს ერთ თვეში თუ არ გაიხსნა, საქართველოში ეს ბიზნესი გაქრება,”- აღნიშნა სოფო ებრალიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას.

მისი განმარტებით, ზოგადად, ამ ინდუსტრიაში რთული ვითარებაა, უშუალოდ „ხიდს“ კი ძალიან დიდი ბიზნესსესხი აქვს.

„ამას გარდა, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დახურულები ვიყავით, ფინანსური ვალდებულებები დაგვემატა. ეს იყო დაზღვევის ხარჯი, დაცვის ხარჯი და ა.შ. თუ უახლოეს ერთ თვეში კლუბები არ გაიხსნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, კულტურული თანამედროვე ბიზნესი საქართველოში გაქრება. ძალიან საწყენია, რადგან თბილისის საკლუბო ცხოვრება 2020 წლამდე ევროპის წამყვანი ქალაქების კლუბურ ცხოვრებას ტოლს არ უდებდა“, – აღნიშნა კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული სექტორი უკვე მეორე წელია გაჩერებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები