LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძე: დღეს კლდემ პირველი ნიშანი მოგვცა, ჟვანიაზე უარესი გველოდება

106

პარტიზანი მებაღეების აქტივისტი ნატა ფერაძე, მთაწმინდაზე კლდის ჩამონგრევის შესახებ წერს.

ფერაძის თქმით, მერიას ამ საკითხზე კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით ჯერ კიდევ მარტში მიმართა. მიმართვაში 200-მდე ადამიანი ჟვანიას ქუჩაზე და მთაწმინდაზე კლდის ჭრის შეჩერებას სთხოვდა.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი პირველად, გუშინ დაიბარეს და კალაძესთან მაინც არ შეახვედრეს.

“მარტში მერიაში შევიტანეთ 200-მდე ადამიანის ხელმოწერილი განცხადება, #-19/01180663524-01 სადაც ვითხოვთ კალაძესთან შეხვედრას, ჟვანიას ქუჩაზე და მთაწმინდაზე კლდის ჭრის შეჩერების მოთხოვნით.

განცხადებას განხილვის ვადა 6 აპრილს გაუვიდა, ამ თემაზე კი პირველად გუშინ დაგვიბარეს, ისიც რატომღაც კალაძესთან კი არა, ურბანული სამსახურის უფროსთან, რომელმაც ამ მშენებლობაზე არაფერი იცოდა და შემდეგ ოთხშაბათს გადავწყვიტეთ ამ თემის განხილვა.

დღეს კლდემ პირველი ნიშანი მოგვცა,” – წერს ნატა ფერაძე.

ფერაძის თქმით, მთაწმინდაზე ეს შემთხვევა, მხოლოდ დასაწყისია და ჟვანიას ქუჩაზე უფრო დიდი მასშტაბის ნგრევა გვემუქრება.

“უარესი მასშტაბით გველის ჟვანიას ქუჩაზე, მთაწმინდაზე კი ამის პირდაპირ თოიძის დემონტაჟი მეწყერმა კი არა, შენ დაიწყე კალაძე!
აღარც გინება, აღარც წყევლა ჭრის თქვენზე, ლოგიკურ არგუმენტებზე და კანონზე ხელი ხო კაიხანია აიღეთ,” – წერს ფერაძე.

მთაწმინდაზე, მშენებლობის ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები