LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ მიშას ებრძვის, ბიძინა სულ მოიგებს. სააკაშვილი ბიძინას იარაღია ხალხის წინააღმდეგ და რაც უფრო მეტად შეეზილება მას დანარჩენი ოპოზიცია, მით მეტად იგებენ ქოცები: იაგო ხვიჩია

250
იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია Facebook-ზე არსებულ ჯგუფ „გირჩის ბაბლში“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმიანება, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილება გამოიწვია.

ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხებას „ყველაფერს აბრალებს საკუთარი თავის გარდა“ და ვერ ხვდება იმას, რომ საზოგადოებას „თუ მიშას აუფრიალებ ხალხს ბელადად – უარს გეტყვის“.

კახა კალაძე 55.603 პროცენტით იმარჯვებს, ნიკანორ მელიას 44.397 პროცენტი აქვს – თბილისში ყველა უბნის შედეგები დათვლილია

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილი მიშას სულ უგებდა და ახლაც მოუგებდა, რადგან, როგორც არ უნდა ჩაატაროს არჩევნები იცის რო სანამ მიშას „ებრძვის“ ყველაფერი შერჩება“. მისივე თქმით, „მიშა იარაღია ბიძინას ხელში ხალხის წინააღმდეგ, მათი შიშებით მანიპულირების საშუალება და რაც უფრო მეტად შეეზილება მას დანარჩენი ოპოზიცია, მით მეტად იგებენ ქოცები“.

„ყველაფერს დააბრალებენ საკუთარი თავის გარდა. მათი აზრით, ყველა დამნაშავეა ვინც ტიტანიკზე არ აჰყვა და ვინც გეგმა “ბ” სთხოვდა. არადა, რა მიხვედრა უნდა იმას, რომ თუ მიშას აუფრიალებ ამ ხალხს ბელდად, უარს გეტყვის. ბევრჯერ თქვა უკვე. იცის ხალხმა რას ნიშნავს მიშას ბელადობით ცხოვრება. იცის და არ უნდა. ქოცებსაც კი იტანს, ოღონდ მიშას ტრიუმფი არ დაინახოს. ამას ვხედავთ, ცხადი ფაქტია, მაგრამ არავინ არ აღიარებს, უფრო მეტიც, პირიქით ვმოქმედებთ.

გააზრების და მონანიების ნაცვლად, დამუნათება მიდის იმ ხალხის ვისაც მიშა და ნაცები არ უნდა, ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ იმის გამო რო ნაცები გულწრფელად არ უნდა. (ამ ჯგუფშიც კი აამსუბუქა ხალხი ძველი ბელადის გამოჩენამ და ყველაფერი დაავიწყდა რაც 5 წელი გვილაპარაკია. დაავიწყდა ის რო არასოდეს აქ არ შევთანხმებულვართ, რომ ან ნაცები ვართ და ან ქოცები). ე.წ ოპოზიცია იმის ნაცვლად, რომ ყველაფერზე ბოდიშმოუხდელ ნაცებს არ გაეკარონ და პრინციპულობა შეინარჩუნონ, მიშას ეხუტებიან და ხალხს ეპატიჟებიან მოდი შენც ჩაეხუტეო, თუ არ მოხვალ და არ ეთაყვანები ქოცი ხარო, გაუნათლებელიო, გოიმიო და აშ. ხალხი გეუბნება, რამე სხვა მოიფიქრე მაგ კაცის დანახვა არ გვინდაო. შენ პასუხობ, თუ არ გინდა ქოცი ხარო. აი ამ სტრატეგიამ არ იმუშავა და თავის თავს ხო არ დააბრალებენ, პირიქით სხვას დაამუნათებენ, შენ რო არ აგვყევი მაგის ბრალიაო.

არადა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ბიძინა მიშას სულ უგებდა და ახლაც მოუგებდა, არა იმიტომ რო იდეალურად ატარებს არჩევნებს, არამედ როგორც არ უნდა ჩაატაროს იცის რო შერჩება. სანამ მიშას „ებრძვის“ ყველაფერი შერჩება. მიშა იარაღია ბიძინას ხელში ხალხის წინააღმდეგ, მათი შიშებით მანიპულირების საშუალება და რაც უფრო მეტად შეეზილება მას დანარჩენი ოპოზიცია, მით მეტად იგებენ ქოცები. ამის ნათელ და დადასტურებულ მაგალითს ვხედავთ აწმყოში – წინასაარჩევნოდ მთელი ოპოზიცია თავისით განაცდა და ასე ერთობლივად დაიწყეს გალობა ხუთი ნომრის ქვეშ. ხო ხედავთ, რომ ეს ვერ შველის, ხო ხედავთ რომ არაა ეს გამარჯვების გზა. ბატონი გრიშა ონიანის ფრთიანი ფრაზის არ იყოს მეტი რა უნდა მოხდეს, რო ეს დავამთავროთ?“,- წერს იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები