LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ივნისს აქცია „არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!“ გაიმართება

97

სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებელ სახელწმიფოებად აღიარებას 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტებენ. აქციის სახელწოდებაა „არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!“.

„ორგანიზაცია ახალი ანაბეჭდი/New Imprint და მოძრაობა მესამე ოპოზიცია მოგიწოდებთ, რომ კვლავ გამოვიჩინოთ ერთობა და სიმტკიცე. გელით ყველას რუსთაველის გამზირზე!

ავიმაღლოთ ხმა რუსეთის ზღვარსგადასული ქმედების წინააღმდეგ!

ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი აქციით არაფერი შეიცვლება, ცდებით! დამთავრდეს შიში ხმის ამოღებისა! ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ერის გაერთიანება.

მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად ერისა, სარწმუნოებისა, ასაკისა, სქესისა, მსოფლმხედველობისა, ორიენტაციისა, მოხვიდეთ და დადგეთ თქვენი ქვეყნის სახელით, თქვენივე ქვეყნისთვის ბრძოლაში!

ასევე, მოვუწოდებთ სხვა არასამთავროებსა და მოძრაობებს, შემოგვიერთდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში!

#არაოკუპაციას

#გაერთიანებულისაქართველო,“ – წერია განცხადებაში.

სირიამ საქარველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები