LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტინგი, ტინა ტერნერი, მიკ ჯაგერი – ლიზა ფიშერის თავბრუდამხვევი კოლაბორაციები

213

წელს „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარი ლეგენდარული მუსიკოსი, „გრემის“ ორგზის გამარჯვებული და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ლიზა ფიშერია, რომელიც ქართველი მსმენელისთვის 26 ივნიის იმღერებს. გადაცემა „ჰიტების გალერეა“კი მის შემოქმედებას უფრო ახლოს რაკურსით გაცნობთ.

ერთად გავიხსენოთ ლიზა ფიშერის ყველაზე ცნობილი ჰიტები და კოლაბორაციები. საინტერესოა, რომ ვოკალისტის მთავარი საქმიანობა მუსიკალური სესიები იყო და მყარი კომუნიკაცია ჰქონდა როლინგ სთოუნზთან. ფიშერი მათ ტურნეში ოთხმოციანი წლებიდან მონაწილეობდა.  ჯაგერთან ხშირმა კომუნიკაციამ განაპირობა ის, რომ ლიზას შემოქმედებაში რამდენიმე ცნობილი სიმღერა გაჩნდა. ერთ-ერთი გახლავთ Monkey Man.

მიკ ჯაგერთან შესრული სიმღერებიდან ასევე ძალიან პოპულარულია ჰიტი Gimme Shelter. კრიტიკოსების აზრით ეს არის სიმღერა, რომელიც ლიზას შესაძლებლობებსა ნიჭს უსვამს ხაზს.

როგორც იცით, ფიშერი როლინგ სთოუნზის გარდა თანამშრომლობდა მსოფლიოში აღიარებულ ტინა ტერნერთანაც. სწორედ მასთან თანამშრომლობის შედეგია თინას 50 წლის იუბილეზე შესრულებული სიღერა It´s Only Rock And Roll.

თავრბუდამხვევი კარიერის ნაწილია კიდევ ერთი კოლაბორაცია.  ორი ცნობილი მუსიკოსის, კრის ბოტისა და ლიზა ფიშერის შესრულებული The Look Of Love, რომელიც მელომანებისა და კრიტიკოსების შეფასებით განუმეორებელია და ცნობილი დუეტებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი.

ლიზა ფიშერი ოქროს ასოებით აისახა მუსიკის ისტორიაში და ყველაზე დასამახსოვებელი კოლაბორაციების ნუსხაშიც.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები