LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიის გადაწყვეტილება სამწუხაროა ფაქტია, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ – თეა წულუკიანი

81

სირიის გადაწყვეტილება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამის გამო, ჩვენ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და არც დავყრით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„აქ არ ვგულისხმობ მთავრობას მხოლოდ, აქ ვგულისხმობ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამგვარი უხეში დარღვევები საერთაშორისო სამართლისა, რომელიც ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არის დროებით მოვლენა. ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს და ხელჩაკიდებულებმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოვადგენთ ან ვაძლევთ ხმას, სად ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველგან ხმა მივაწვდინოთ და გავაგრძელოთ სამართლებრივი ბრძოლა. ჩემი პერსონალური აზრია და დავამატებ, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, მწვავედ რეაგირებს სწორედ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლაზე. რაშიც ჩვენ, კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, ვართ წარმატებული,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, საქართველო აუცილებლად განაგრძობს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას.

„ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და ქვეყნის გამთლიანება,“ – დასძინა თეა წულუკიანმა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები