LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ

49
d944e75cc203f32f419ddd21ee2bee6b

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიისდან ერთ-ერთი წარმომადგენლის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს არაუფლებამოსილი პირები შეამჩნიეს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, ჰქონდათ სიები და გარკვეული რაოდენობის თანხა. მისივე თქმით, დაპირისპირება, მათ შორის, ფიზიკური სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა ორი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

მოგვიანებით, აქ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მოვიდნენ და სხვა დამკვირვებლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის ვითარება განიმუხტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები