საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარებას“ „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მკვლელობით.
„შენი მოკავშირეები აჩვენებენ იმას, თუ ვინ ხარ შენ. დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მკვლელობით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.
Your allies speak of who you are. Today, ally of #Russia is Assad regime, known for murdering children with chemical weapons. #Syria #Recognition
— Giorgi Margvelashvili (@MargvelashviliG) May 29, 2018