LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად – ელიზაბეთ რუდი

143

„საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ისე, როგორც ამას აშშ და თანამეგობრობის ყველა წევრი აკეთებს,“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა.

„აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. აშშ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას მოიაზრებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. აშშ სრულად უარყოფს სირიის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და მოვუწოდებთ სირიას, ასევე რუსეთის ფედერაციას, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს, რომ უკან წაიღონ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა,“ – აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები